„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №158 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №158 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 564
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 30/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019631
564
23/12/2016
ვებგვერდი, 26/12/2016
040030000.10.003.019631
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №158 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №564

2016 წლის 23 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №158 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №158 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/04/2015, 040030000.10.003.018543) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  სააგენტოს დირექტორს  ჰყავს 2  მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საინვესტიციო და კვლევების დეპარტამენტი;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების დეპარტამენტი.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.     

4. მე-4  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საინვესტიციო და კვლევების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ წარმოებული კვლევების  შესახებ ინფორმაციის შეგროვება და კვლევების განხორციელების შესახებ ამ ორგანოთა ინფორმირების უზრუნველყოფა, ბიზნესისა და საინვესტიციო საკითხებზე კვლევების წარმოება და შესაბამისი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ბ) საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებისთვის რეკომენდაციების წარდგენა;

გ) საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული  პირების უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციით, საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურებით;

დ) საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს საინვესტიციო გარემოს ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა;

ე) საქართველოში ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

ვ) ინვესტორის  წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობაში;

ზ) ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი;

თ) ინვესტორთა დახმარება საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 30 დეკემბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი