დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 566 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.019633 |
|
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2016, 280120000.10.003.019166) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. №1.1 დანართის (კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 721 900 ლარით. ამასთან, ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ღონისძიებების ბიუჯეტი განისაზღვრება 903 800 ლარით.“. 2. №1.2 დანართის (ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 863 000 ლარით.“. 3. №1.3 დანართის (ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 934 000 ლარით.“. 4. №1.4 დანართის (ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 34 000 ლარით.“. 5. №1.5 დანართის (დღის ცენტრების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 050 000 ლარით.“. 6. №1.6.4 დანართის (კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი): ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 43 კოხლეარული იმპლანტის შეძენას;“; ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 640 000 ლარით.“; გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 38 ერთეული კოხლეარული იმპლანტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელთანაც სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკრულება კომპონენტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ხოლო ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 5 ერთეული კოხლეარული იმპლანტის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“. 7. №1.8 დანართის (დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 360 000 ლარით.“. 8. №1.9 დანართის (მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 6 718 000 ლარით.“. 9. №1.10 დანართის (მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 088 000 ლარით.“. 10. №1.11 დანართის (მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 619 000 ლარით.“. 11. №1.12 დანართის (სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 034 000 ლარით.“. 12. №1.13 დანართის (მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 117 000 ლარით.“. 13. №1.14 დანართის (მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7000 ლარით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები