დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 327 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.016917 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებით (ვებგვერდი, 05.11.2013, 010320040.22.033.016585) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. კონსულტანტი კონსულტანტი: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV და XIV კარების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) ინგლისური ენის ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 26 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები