დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016382 |
|
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 სექტემბრის №25 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე’’, www.matcne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016368, 05.09.2016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,2. კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის წევრი/წევრები განცხადებაში მითითებული საკითხის ირგვლივ მოძიებულ მასალას, შემოწმება-დათვალიერების აქტს და გამგეობის სამსახურების მიერ დაზარალებულის სახლზე სტიქიის, ხანძრის შედეგად მიღებული დაზიანების ამსახველ ინფორმაციას/ცნობას/აქტს წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს კომისიის სხდომაზე.“. 2.დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,თ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან საკუთრების უფლების დამდგენი ერთ-ერთი დოკუმენტი: უძრავი ქონების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი, უძრავი ქონების შესახებ ცნობა-დახასიათება გაცემული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საარქივო ცნობა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გაცემული საქართველოს ეროვნული არქივიდან ან სხვა დოკუმენტი’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები