„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016150
34
22/12/2016
ვებგვერდი, 28/12/2016
010250050.35.173.016150
„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2016 წლის 22 დეკემბერი

ქ. ახალციხე

 

,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.173.016072) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება):
1. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ახალციხე, მერაბ კოსტავას №18.’’.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ინფრასტრუქტურის განყოფილება;

ბ) სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილება;

გ) სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის და შესყიდვების სამსახურის, შესყიდვების განყოფილებისათვის;’’.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. ინფრასტრუქტურის განყოფილება

1. ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;

ბ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;

გ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;

დ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების ხელშეწყობა;

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილება

1. სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილების ფუნქციებია:

ა) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით;

გ) პრიორიტეტების შერჩევა, შესაბამისად, დეფექტური აქტების მომზადება, სატენდერო დოკუმენტაციის მოზადება, მოსახლეობასთან სადავო საკითხების შესწავლა-მოგვარება, კომპეტენციის ფარგლებში საჯარო რეესტრთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, მშენებარე ობიექტების ინსპექტირება და გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლი. საპროექტო სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებაში მონაწილეობის მიღება და ყველა ის საქმიანობა, რაც განსაზღვრულია სამსახურის დებულებით;

დ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარსადგენად;

ე) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად შენობა ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება. უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვა, შესაბამისი წინადადებების მომზადება და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენა.’’ .

6. დანართს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი :

,,მუხლი 81. სივრცითი მოყობისა და არქიტექტურის განყოფილება

სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და დასახლების დაგეგმარების უზრუნველყოფა;

ბ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ტერიტორიული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე წინადადებების მომზადება;

გ) სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ურბანული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება, კომპეტენციის ფარგლებში; სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესის რეგულირება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად;

დ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში. ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმისა და განაშენიანების ერთიანი სტრუქტურის შემუშავება;

ე) წინადადებების მომზადება და განხილვა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების/მონუმენტურ დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, გარე რეკლამა/ მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით;

ვ) ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება, დადგენილი წესის შესაბამისად;

ზ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;

თ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვა /შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ ესთეტიკური მდგომარეობის მონიტორინგი/;

ი) შენობა-ნაგებობის ექსტერიერების პროექტების განხილვა, ფერთა შეთანხმება, ქალაქში არსებულ ობიექტებზე განსათავსებელი საინფორმაციო დაფების, აბრებისა და ფირნიშების ესკიზების შეთანხმებაზე შესაბამისი აქტების მომზადება;

კ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების გამოყენებისა და განაშენიანების, ასევე მუნიციპალიტეტში ურბანული დაგეგმარების საკითხებზე პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე