დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს №07 დადგენილებაში, ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.133.016194 |
|
,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს №7 დადგენილებით (www. matsne.gov.ge 18. 08. 2014 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.133.016102) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1. დასახლების შექმნის და გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღრების შეცვლის შესახებ წინადადების განხილვა და შუამდგომლობის წარდგენა“. 2. 55-ე მუხლის ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პეტიციის ინიციატორთა ჯგუფი ვალდებულია შეაგროვოს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს, წინააღმდეგ შემთხვევაში პეტიციას არ გააჩნია იურიდიული ძალა და იგი არ ექვემდებარება შემდგომ განხილვას.“; ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ“. |
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები