დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის #28/34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23/32 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016318 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №28/34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №28/34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.01.2016, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016285) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 23 806.9 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 24 977.6 ათ. ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 5 626.9 ათ. ლარით; ა.გ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი 0.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.გ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 5 366.9 ათ. ლარი; ა.დ) სარეზერვო ფონდი 76.3 ათ. ლარით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებულის დანართის: ბ.ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ.ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; ბ.გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 16 865.9 ათ. ლარის ოდენობით.
“; ბ.დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 426.6 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 926.6 ათ. ლარის ოდენობით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 500.0 ათ. ლარის ოდენობით.
“; ბ.ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ბ.ვ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -985.6 ათ. ლარის ოდენობით.“; ბ.ზ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1.განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -185.1 ათ. ლარის ოდენობით. 2.მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისათვის „ექსკავატორ-მტვირთავის შეძენა“ (2008 წ.), „საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერების შეძენა“ (2008 წ.), „ქ. ფოთში რუხაძის, ვაჟა-ფშაველას, გორგასლის ქუჩების რეაბილიტაცია“ (2009 წ.), „ქალაქ ფოთში ჭავჭავაძის ქუჩის (ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი გზა), ჭავჭავაძის ჩიხისა და მდინარე რიონის გასწვრივ (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია“ (2011წ.) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრედიტო ვალდებულებები (კრედიტების ძირითადი თანხა) მუნიციპალური განვითარების ფონდისადმი 2016 წელს შეადგენს 148,4 ათ. ლარს. 2015 წლის კრედიტორული დავალიანებები შეადგენს 36.7 ათ. ლარს, ხოლო 2016 წლის საქართველოს მთავრობიდან მიღებული სესხის დაფარვა შეადგენს 2000.0 ათ. ლარს.”; ბ.თ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 76.3 ათ. ლარის ოდენობით.“; ბ.ი) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „მუხლი 19. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“.
|
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 22 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები