„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 05/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016380
37
23/12/2016
ვებგვერდი, 27/12/2016
010250050.35.122.016380
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2016 წლის 23 დეკემბერი

ქ. წყალტუბო

 

,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნeს ცვლილება ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის  №56  დადგენილებაში  (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016225, 05/09/2014) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური  დადგენილი  წესით  უზრუნველყოფს:

ა) სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზებას, მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას;

ბ) სოციალურ სფეროში თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფას;

გ) უსახლკარო პირების თავშესაფარით უზრუნველყოფის მიზნით, წინადადებების მომზადებას  კომპეტენციის ფარგლებში და  უსახლკაროთა რეგისტრაციის  წარმოებას;

დ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მიზნობრივი  პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ე) სოციალურად დაუცველი პირებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებებსა და შეღავათებთან  დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) სახელმწიფო და ადგილობრივი სოციალური პროგრამების კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) ჯანმრთელობის და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

თ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;

ი) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;

კ) უმუშევართა რეგისტრაციას და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას.

ლ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა-­რეგისტრაციის ხელშეწყობას კომპეტენციის ფარგლებში;

ნ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ხელშეწყობას კომპეტენციის ფარგლებში;

1) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში ან/და გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ან/და სამსახურის ინიცირების საფუძველზე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, კერძოდ მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოხთოვნებთან შესაბამისობის დადგენასა და შესყიდვის ობიექტის მიღებას. სამსახურის უფროსი ახდენს რეაგირებას ხელშეკრულების პირობების მოსალოდნელ ან უკვე აღმოჩენილ დარღვევებზე და წერილობით ატყობინებს გამგებელს.

ო)  „საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსის“ 431 და  432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენას;

პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე