დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016379 |
|
„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბის №64 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, www.matcne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016233, 01/10/2014) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
2. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს ასევე საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ქალაქ წყალტუბოსადმი წლების განმავლობაში განსაკუთრებული ღვაწლისა და საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის. 3. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის, აგრეთვე, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის პატივგებისა და აღიარებისა. 4. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის მინიჭება ხორციელდება მისივე თანხმობის შემთხვევაში. 5. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც წყვეტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა. |
მუხლი 2.
წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენება |
1.„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების
უფლებამოსილება აქვს: ა) წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მქონე საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 3 პირის შემადგენლობით; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ არანაკლებ 25 პირის შემადგენლობით საინიციატივო ჯგუფს; გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კომისიას, ფრაქციას, საკრებულოს წევრთა 5-კაციან ჯგუფს; ე) გამგეობის სამსახურს; ვ) საქართველოს პარლამენტის წევრს. 2. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წერილობითი ფორმით წარუდგენენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთვოდეს: ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი და დამსახურება; ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები; გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები. დ) წარდგენილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფოტოსურათი. |
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისია |
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიას ინდივიდუალურ-
ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ქმნის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. კომისიაში მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ შეიძლება იქნენ საზოგადოების, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. |
მუხლი 4.
პატივგების კომისიაში კანდიდატურების განხილვა |
პატივგების კომისია:
ა) შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთარსებულ რეკომენდაციებს, ქალაქის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს; ბ) გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებათა ხელმძღვანელებისაგან, ასევე, სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად; გ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად. |
მუხლი 5.
კომისიის სხდომა |
1. კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ გამგებლის მიერ, „წყალტუბოს საპატიო
მოქალაქის“ წოდების მინიჭების საკითხის განსახილველად. 2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ფარული კენჭისყრით. 4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს. 5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი. |
მუხლი 6.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება |
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისია განიხილავს წამოყენებულ
კანდიდატთა რეკომენდაციებს და იღებს გადაწყვეტილებებს წარმოდგენილ კანდიდატურებზე „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების თაობაზე, რაც აისახება სხდომის ოქმში და წარედგინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს საპატიო წოდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რომელიც შემდგომ გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს პატივგების კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 2. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის მოწმობისა და მედლების გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში. საზეიმო ცერემონიალს ესწრებიან: - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები; - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები; - საპატიო მოქალაქეები; - მასმედიის წარმომადგენლები; - გამოჩენილი ადამიანები; - პროფესიული კავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები; - მოწვეული სტუმრები; - საპატიო მოქალაქის ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები. 3. წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს, საპატიო წოდების დამადასტურებელ მოწმობასთან და მედალიონთან ერთად გადაეცემა სამახსოვრო ფასიანი საჩუქარი, ან ფულადი ჯილდო. 4. საპატიო მოქალაქის სახელი შეიტანება გამოჩენილ ადამიანთა პატივგების წიგნში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). |
მუხლი 7.
წყალტუბოს საპატიო მოქალაქის უფლებები |
1. წყალტუბოს საპატიო მოქალაქე, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობენ წყალტუბოში მცხოვრები მოქალაქეები.
2. საპატიო მოქალაქეებს აქვთ სრული უფლებამოსილება: ა) გაერთიანდნენ ერთ ან რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, დამოუკიდებლად შექმნან წყალტუბოს საპატიო მოქალაქეთა საზოგადოებრივი კოლეგიალური ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების წინადადებებსა და რეკომენდაციებს; ბ) მონაწილეობა მიიღონ ქალაქის საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, ქალაქის საკეთილდღეო ღონისძიებების შემუშავებაში; გ) ჩაერთონ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წამომადგენლობით დელეგაციებში, მონაწილეობა მიიღონ დაძმობილებულ ქალაქებთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტის შემუშავებაში; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვითრეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე, გასცენ და დაასაბუთონ საკრებულოსა და გამგეობის წინაშე შუამდგომლობები და რეკომენდაციები; 3. ღირსშესანიშნავ თარიღებთან და მოვლენებთან დაკავშირებით, აგრეთვე ქალაქის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში წონადი წვლილის შეტანისათვის, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შესაძლოა განხორციელდეს საპატიო მოქალაქეთა ერთდროული, ინდივიდუალური მატერიალური წახალისება. |
მუხლი 8.
წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა |
„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესში, ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი აქტის საფუძველზე.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები