ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში

  • Word
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 52/404
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 12/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
52/404
12/12/2016
ვებგვერდი, 26/12/2016
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში

 

2016   წლის   განმავლობაში   ჭიათურის   მუნიციპალიტეტის   საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 22 განცხადება შემოვიდა. აქედან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

საკრებულოს არ მიუღია არც ერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ . ყველა ინფორმაცია გაიცა კანონით დადგენილ ვადებში.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა საკრებულოში არ შემოსულა.

2016 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაუწევია.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ. გადაწყვეტილების შესრულება დაევალა საკრებულოს    საჯარო   ინფორმაციის    გაცემაზე    პასუხისმგებელ    პირს   –   საკრებულოს აპარატის უფროსს .

2016 წლის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

2016 წლის მანძილზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ განხორციელებულა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ფაქტი.

საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

საკრებულოს აპარატის უფროსი                                                     ქეთევან ხვედელიძე