მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში

  • Word
მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 91601476933
დოკუმენტის მიმღები მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
91601476933
09/12/2016
ვებგვერდი, 26/12/2016
მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში
მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო მარტვილის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში

 

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის   2016 წლის ანგარიშს:

  რესურსცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

  კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრი:

განურჩევლად პასუხობს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და „რიგითი“ მოქალაქეების განცხადებებს;

რესურსცენტრში მიმდინარე წელს არ  შემოსულა  მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ და შსაბამისად,  საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე არ მიღებულა გადაწყვეტილება.

საჯარო ინფორმაციის შესწორების თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა;

რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე  უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო  დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების  შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა;

2016 წლის საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და, შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

რესურსცენტრს არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტი, რადგან საჯარო ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად ყველამ მიიღო;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით  მოგახსენებთ, რომ გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები არ გაგვაჩნია, რადგან რესურსცენტრს ინფორმაციის დამუშავება-გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

  ამასთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით (დანართი N1 თან ერთვის).

 

 

ანგარიში

 

 

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობარე მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის  შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან  დაკავშირებული ხარჯვების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 

ბუთხუზ წულაია