დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1763 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა |
| მიღების თარიღი | 08/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 58 განცხადება შემოვიდა, აქედან 58 მოთხოვნა დაკმაყოფილდა.0 განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების 0 შემთ ხვევა დაფიქსირდა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა დაწესებულებაში არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ანა ლაფაჩის მიერ (გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ). გადაწყვეტილებათა რაოდენობა 58 , მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 0.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ფაქტი არ ყოფილა .
შემაჯამებელი კომენტარი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესების შეჯამება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების /ფაქტების კომენტირება:
2015 წლის ოქტომბრიდან შემდგომ პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 58 განცხადება, რომელთაც პასუხი გაეცათ დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობლის
მოვალეობის შემსრულებელი
გ. წვერავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები