დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №37 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.128.016273 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N37 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №37 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი 09/09/2014 სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016182)
1.დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის, განათლების და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების მომზადებას, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდული პროგრამების მართვას, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,1. კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ფუნქციაა:“. 3. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,2. სამსახური აერთიანებს: ა) სამსახურის უფროსს: ბ) მთავარ სპეციალისტებს: გ) უფროს სპეციალისტებს; დ) სპეციალისტს.“. 4. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,1. გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.". ,,2. გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი.“. 5. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,თ) გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 29 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები