ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016272
27
22/12/2016
ვებგვერდი, 28/12/2016
010250050.35.128.016272
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2016 წლის 22 დეკემბერი

დ. ხარაგაული        

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“   და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   საფუძველზე,

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  2014  წლის  2  სექტემბრის  №35 დადგენილებაში  ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,  ვებგვერდი  09/09/2014  სარეგისტრაციო  კოდი 010250050.35.128.016180).

1.დადგენილებით  დამტკიცებულ №1 დანართის  მე-2  მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ჟ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,ჟ) ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის  (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად კომპეტენციის ფარგლებში  ახდენს   ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ ბავშვებზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ადგილზე ამოწმებს ბავშვებზე ძალადობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ შემთხვევებს, ახდენს შეფასების  შედეგების ზუსტ დოკუმენტირებას და სამედიცინო  დახმარების  უზრუნველყოფას,  ხოლო საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, სავალდებულო  წესით  აგზავნის  შეტყობინებას  სააგენტოსა და პოლიციაში,  ავსებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს,  რომელსაც  უგზავნის  სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ფოსტით, ფაქსით ან, არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით, ხოლო გადაუდებელ შემთხვევაში, ვალდებულია ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სააგენტოს შეატყობინოს ,,ცხელი ხაზის“ მეშვეობით ან/და წერილობით.“.

2.დადგენილებით   დამტკიცებულ  №1 დანართის  მე-3  მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტების, წამყვანი და უფროსი სპეციალისტებისაგან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016  წლის 29 დეკემბრიდან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე