გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 04/6920
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
04/6920
09/12/2016
ვებგვერდი, 23/12/2016
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის მანძილზე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსულია 52 წერილობითი მოთხოვნა.

გამგეობაში შემოსულ ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით, ვადების დაცვით, გაცემულია შესაბამისი პასუხი.

საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, გამგეობაში არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა.

გამგეობაში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, გადაწყვეტილება სხვადასხვა დროს მიღებული აქვს გამგებელს და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს.

საჯარო მონაცემების განთავსება ეტაპობრივად ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე: http://gardabani.gov.ge/

მუნიციპალიტეტის გამგეობაში საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელდა დაცული პერსონალური  ინფორმაციის  სხვისთვის გადაცემა,  კერძოდ  შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გადაეცა მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი სახანძრო/სამაშველო სამსახურის თანამშრომელების პირადი საქმეები.

გამგეობის   საჯარო   მოსამსახურეთა   მიერ,   საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა, შესაბამისად პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

გამგეობის მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით, გამგეობის ხარჯების გადახდის   ვალდებულება   სასამართლოს   მიერ   დაკისრებული    არ   ყოფილა   და   სასამართლო ხარჯები ამ მიმართულებით არ გაწეულა.

 

გამგებელი                                                                                               გოჩა ჯამარაული