,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე``

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე``
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/02/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 15/02/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.05.002.002
  • Word
48
13/02/2004
სსმ, 17, 15/02/2004
010.240.030.05.002.002
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე``
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №48

2004 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის № 567 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაცია.

2. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (სსმ III, №128, 2002 წ., მუხლი 1132) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი;“.

ბ) მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 

გ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23.

ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებისა და მაჩვენებლების შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი. ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების, უპირატესად საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზული გაანგარიშებების განხორციელება;

ბ) ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტლების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის რეგიონალურ (ტერიტორიულ) ჭრილში;

გ) დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანალიზი. მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტის მომზადება;

დ) კონსოლიდირებული ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ყოველთვიური ანალიზი. შესაბამისი ანგარიშების მომზადება და საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების წარდგენა;

ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის გრძელვადიანი მიმართულებების შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ზ) მოქმედი საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან და მეზობელი ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების მომზადება;

თ) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტული წინადადებების მომზადება;

ი) მოსაკრებლის, ლიცენზირებისა და სერტიფიცირების სფეროში ერთიანი-კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავება და სრულყოფა;

კ) ეკონომიკის ცალკეული დარგების მიხედვით განვითარების სტრატეგიის შემოთავაზებული პროექტების ფინანსური ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;

ლ) კანონმდებლობის მიხედვით საბიუჯეტო პროცესის სხვადასხვა ფუნქციის განხორციელებაში მონაწილეობა;

მ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის სამუშაოების კოორდინაცია;

ნ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიზური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;

ო) სახელმწიფო საფინანსო სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზაცია და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით;

პ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ მინისტრისა და სამინისტროს დავალებების შესრულების პროცესის და ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია და ხელშეწყობა“.

დ) 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 9 მარტიდან.

მ. სააკაშვილი