ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით

  • Word
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ნომერი 04/5196
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
04/5196
09/12/2016
ვებგვერდი, 23/12/2016
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცნობებთ:

 ა) 2016 წლის განმავლობაში ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 57 განცხადება;

 ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გამგეობის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებით  52  განცხადება დაკმაყოფილდა;

 გ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა  5 განცხადებას შემდეგი საფუძვლით: საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად  საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადეგნილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა“ ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალურის მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა“. 

დ) 2016 წლის განმავლობაში შეგროვდა საჯარო მონაცემთა ბაზა და საჯარო დაწესებულებათა პერსონალური მონაცემები ინახება მუნიციპალიტეტის გამგეობაში;

 ე)   საჯარო მოსამსახურეთა მიერ კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა;

 ვ)   საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე თანხა არ გადახდილა

 

გამგებელი                                 ილია მზექალაშვილი