ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 29/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016269
24
22/12/2016
ვებგვერდი, 23/12/2016
010250050.35.128.016269
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2016 წლის 22 დეკემბერი

დაბა ხარაგაული        

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437  დადგენილების  ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“,  ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“  ქვეპუნქტის  და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე,

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  2014  წლის  14  ივლისის  N17  დადგენილებაში  ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,  ვებგვერდი,  17/07/2014,  სარეგისტრაციო  კოდი 010250050.35.128.016162)

1. დადგენილებით  დამტკიცებულ №1 დანართის  მე-7 მუხლი  ჩამოყალიბდეს  ახალი რედაქციით:

,,მუხლი 7გამგებლის პირველი მოადგილე  და  გამგებლის მოადგილე

1.გამგებელს ჰყავს პირველი მოადგილე და ერთი მოადგილე,  რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  გამგებელი ამ დებულებით დადგენილი წესითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2.გამგებლის პირველი მოადგილე ასრულებს გამგებლის მოვალეობებს გამგებლის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების  შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას  ან/და გადაყენებისას.

3.გამგებლის პირველი მოადგილე და მოადგილე  ფუნქციათა გადანაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ გამგეობის  უფლებამოსილებისთვის   მიკუთვნებულ   დარგს, ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ  მუნიციპალიტეტის   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის დავალებების შესრულებას, გამგეობის დებულების შესაბამისად, ასრულებენ გამგებლის ცალკეულ  დავალებებს, თავისი უფლებამოსილების  ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

4.გამგებლის  პირველი მოადგილე და მოადგილე ანგარიშვალდებული არიან გამგებლის წინაშე.“.

2.დადგენილებით  დამტკიცებული  №1 დანართის  მე-11 მუხლის  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:

,,5. ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების  მუნიციპალური პროგრამების  შემუშავება და განხორციელება. უსახლკაროთა  რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის  ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ ბავშვებზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე ამოწმებს ბავშვებზე ძალადობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ შემთხვევებს, შეისწავლის ბავშვების მდგომარეობას და ახდენს ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, შეფასების  შედეგების ზუსტ დოკუმენტირებას და სამედიცინო  დახმარების  უზრუნველყოფას,  ხოლო საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, სავალდებულო  წესით  აგზავნის  შეტყობინებას  სააგენტოსა და პოლიციაში.“.

3.დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართის მე-13 მუხლის მე-4  პუნქტს დაემატოს  ,,ნ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,ნ) ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო პროექტის  განხორციელების პროცესში  საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.“.

4. დადგენილებით დამტკიცებულ N1 დანართის მე-16  მუხლის მე-4  და   მე-5 პუნქტები  ჩამოყალიბდეს  ახალი  რედაქციით:

,,4. გამგებლის პირველ მოადგილეს, გამგებლის მოადგილეს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს გამგებელი, ხოლო გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისი  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი წარდგინებით ამტკიცებს გამგებელი.“.

5.მინიმალურ და დამატებით  საკვალიფიკაციო მოთხოვნებს  ამტკიცებს გამგებელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 29 დეკემბრიდან

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე