„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 26/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 06/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016754
161
23/12/2016
ვებგვერდი, 23/12/2016
010340020.22.038.016754
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №161

2016 წლის 23  დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2015, 010340020.22.038.016468) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

 

1. მე-8 მუხლის:

ა) „ბ“  და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სტანდარტების დანერგვა;

გ)  საექიმო-სამედიცინო  პუნქტებისა  და  თავისუფლების  შეზღუდვის  დაწესებულების  პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კონსულტაციებით და დიაგნოსტიკური გამოკვლევებით უზრუნველყოფა;“;

ბ) „ე“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში უწყებრივი სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;“;

ე) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში/სამედიცინო ნაწილებში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ზედამხედველობა;“;

ვ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) დაწესებულებებსა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ფარმაცევტული საქმიანობის ზედამხედველობა;“;

ზ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და შესრულების კონტროლი;“;

თ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და განხორციელება;“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელების და ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში ეპიდსაწინააღმდეგო, სანიტარიული ზედამხედველობის და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობას. დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:

„ვ1) დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ მსჯავრდებულთა შემთხვევების, კომპეტენციის ფარგლებში, განხილვასა და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით;

2) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების სამედიცინო ხელმძღვანელობისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების მოსამსახურეთა დროულ ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე;“;

დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობას და მათი განხორციელების ხელშეწყობას;“;

ე) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, წინადადებების შემუშავებას და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;“.

 

4. მე-11 მუხლის:

ა) „ა1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:

„ა2) დაწესებულებების სამედიცინო ნაწილების ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) დაწესებულებების სამედიცინო ნაწილებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების, კომპეტენციის ფარგლებში, განხილვას და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით;";

გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) დაწესებულებების სამედიცინო ნაწილების სამედიცინო ხელმძღვანელობისა და მოსამსახურეთა დროულ ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე;“;

დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობას და განხორციელების ხელშეწყობას;“;

 

5. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

6. მე-13 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების,  კომპეტენციის ფარგლებში, განხილვასა და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები:

„ზ1) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად დაწესებულებებში ეპიდსაწინააღმდეგო, სანიტარიული ზედამხედველობის და პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას;

2) ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და სამედიცინო დეპარტამენტისთვის/საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირთათვის წარდგენას;“.

 

7. მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:

„დ1) დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების, კომპეტენციის ფარგლებში, განხილვას და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით;

2) დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და სამედიცინო დეპარტამენტისთვის/კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირთათვის წარდგენას;“.

 

8. მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) ცენტრში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების,  კომპეტენციის ფარგლებში, განხილვასა და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით;

2) ცენტრის სამედიცინო ნაწილის ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და სამედიცინო დეპარტამენტისთვის/კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირთათვის წარდგენას;“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 26 დეკემბრიდან.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი