„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 26/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 21/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016752
159
22/12/2016
ვებგვერდი, 23/12/2016
010320040.22.038.016752
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №159

2016 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №43 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/06/2015, 010320040.22.038.016457) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საკონკურსო თემატიკას მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 - მე-12 მუხლები:

„მუხლი 9

1. გენერალური ინსპექციის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი სამედიცინო ან იურიდიული განათლება;

ბ) ჯანდაცვის ან სამართლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;

დ) ჯანდაცვის სფეროში პროექტების მართვის გამოცდილება (სასურველია);

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ვ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ზ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. გენერალური ინსპექციის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III თავი);

თ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ი) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

კ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;

ლ) 1995 წლის პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

მ) ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 1998 წლის 8 აპრილის რეკომენდაციები პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან დაკავშირებით.

მუხლი 10

1. გენერალური ინსპექციის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი სამედიცინო ან იურიდიული განათლება;

ბ) ჯანდაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. გენერალური ინსპექციის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

დ)საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III თავი);

თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;

კ) 1995 წლის პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ლ) ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 1998 წლის 8 აპრილის რეკომენდაციები პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან დაკავშირებით.

მუხლი 11

1. გენერალური ინსპექციის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს მრჩევლის (სამართლებრივი საქმიანობის მიმართულებით) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. გენერალური ინსპექციის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს მრჩევლის (სამართლებრივი საქმიანობის მიმართულებით) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი„საექიმო საქმიანობის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

ე)საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

კ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ლ)საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III თავი);

მ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ნ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ო) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;

პ) 1995 წლის პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ჟ) ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 1998 წლის 8 აპრილის რეკომენდაციები პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან დაკავშირებით;

რ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია.

მუხლი 12

1. გენერალური ინსპექციის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი სამედიცინო ან იურიდიული განათლება;

ბ) ჯანდაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია)

2. გენერალური ინსპექციის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III თავი);

თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;

კ) 1995 წლის პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ლ) ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 1998 წლის 8 აპრილის რეკომენდაციები პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 26 დეკემბრიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი