დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15-უ.ს.რ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 19/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 111-ე მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტების შესაბამისად, დამტკიცებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შემდეგი შემადგენლობით:
რამაზ ბოლქვაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე;
ლაშა კომახიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე;
ზაალ მიქელაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის თანამდებობაზე;
ინგა შამილიშვილი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის თანამდებობაზე.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე
ჩაქვი,
2016 წლის 19 დეკემბერი
№15-უ.ს.რ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები