საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 100-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016179
100-Iს
16/12/2016
ვებგვერდი, 23/12/2016
010250000.04.001.016179
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით განახორციელოს ღონისძიებები დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, მხარდაჭერის, ტურიზმის განვითარების, სოციალური დახმარების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით − ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი განათლების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ოჯახში ძალადობის პრევენციის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის და სხვა მიზნებით.“.

   2. 1061 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააფუძნოს სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.  მუნიციპალიტეტს აგრეთვე უფლება აქვს, გახდეს სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პარტნიორი/აქციონერი/წევრი. მუნიციპალიტეტი არის კერძო სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებელი/პარტნიორი/აქციონერი/წევრი.“.

  3. 153-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

  „7. 2018 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება იმ სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ კანონის 1061 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.

  4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1551 მუხლი:

 „მუხლი 1551. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები და შეზღუდვები

 საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრების დასაცავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დააწესოს ლიმიტები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით.“.

  5. 164-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

  „10. ამ მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისათვის ამ კანონის 94-ე მუხლით გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერი შესაძლებელია განისაზღვროს განსხვავებული წესით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

16 დეკემბერი 2016 წ.

N100-Iს