„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 18/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016347
33
20/12/2016
ვებგვერდი, 22/12/2016
010260020.35.153.016347
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2016 წლის 20 დეკემბერი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა   და საქართველოს კანონის  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 04/02/2015,0102600,  20.35.153.01.6252), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის სხდომაზე  სხდომას ესწრება და განხილვაში მონაწილეობას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოწვეული დეპუტატი იმ მაჟორიტარული ოლქიდან, რომელ ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე.

მაჟორიტარი დეპუტატის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეპუტატის წერილობითი რეკომენდაციის  გათვალისწინებით, ხოლო, ასეთის არარსებობის პირობებში, კომისიას უფლება აქვს, მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს წევრების მოსაზრება (არსებობის შემთხვევაში)  ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილების ან უარის თაობაზე წერილობით დაერთვის კომისიის სხდომის ოქმს, რომელიც წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ სოლოღაშვილი