დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საკონსტიტუციო საკითხთა შემსწავლელი და წინადადაებების შემმუშავებელი სახელმწიფო კომისისის შექმნის შესახებ`` საქართველოს პრეტზიდენტის 2002 წლის 21 აგვისტოს №384 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე`` | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/02/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 01/02/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №39
2004 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
`საქართველოს საკონსტიტუციო საკითხთა შემსწავლელი და წინადადებების შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 21 აგვისტოს №384 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
1. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 21 აგვისტოს №384 ბრძანებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №85, III ნაწ., მუხ.773) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას საქართველოს საკონსტიტუციო საკითხთა შემსწავლელი და წინადადებების შემმუშავებელი სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს პრეზიდენტი, კომისიის თავმჯდომარე
ნინო ბურჯანაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ზურაბ ჟვანია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
ასლან აბაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური
ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ივანე მერაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე – ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
ზურაბ აბაშიძე – საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი
გიორგი არველაძე – საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსი – საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივანი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
კახაბერ ბარათაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე
ლევან ბეჟაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ვალერი გელბახიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
გია გეწაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ავთანდილ დემეტრაშვილი – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი;
ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი
გივი ინწკირველი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
კონსტანტინე კემულარია – საქართველოს პარლამენტის წევრი;
კონსტანტინე კუბლაშვილი – დამოუკიდებელი ექსპერტი;
ვასილ მაღლაფერიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი;
დავით მუსხელიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და თნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი
ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი;
მერაბ სამადაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
დავით უსუფაშვილი – “აირის - საქართველოს” უფროსი იურიდიული მრჩეველი
იაკობ ფუტკარაძე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
ჯონი ხეცურიანი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
ვლადიმერ ჭანტურია – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
ვახტანგ ყოლბაია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
ალექსანდრე შალამბერიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი;
ელდარ შენგელაია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი წერეთელი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
ვალერი ხაბურძანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
თინათინ ხიდაშელი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი
გიორგი ხუბუა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები