სსიპ - ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ - ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
09/12/2016
ვებგვერდი, 26/12/2016
სსიპ - ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
სსიპ ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოა

სსიპ − ქალაქ ნინოწმინდის №4 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

წარმოგიდგენთ სსიპ − ქალაქ ნინოწმინდის №4 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2016 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49- მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული ,,ინფორმაციის თავისუფლების’’ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:     

სსიპ − ქალაქ ნინოწმინდის №4 საჯარო სკოლის №89 ბრძანების „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პრაქტიკულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ № 74 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საფუძველზე სსიპ − ქალაქ ნინოწმინდის №4 საჯარო სკოლის 2016 წლის 7 დეკემბრის №90 ბრძანებით „ სსიპ ქალაქ ნინოწმინდის №4 საჯარო სკოლის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პრაქტიკულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ სსიპ − ქალაქ ნინოწმინდის №4 საჯარო სკოლის სკოლის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პრაქტიკულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ ქალაქ ნინოწმინდის №4 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ნინო ტაბატაძე.

ა) 2016  წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე განცხადება არ შემოსულა, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

ბ) შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნები არ შემოსულა;

დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილი არ ყოფილა და გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები სკოლას არ ჰქონია.

 

სსიპ − ქალაქ ნინოწმინდის №4 საჯარო

სკოლის დირექტორის მ/შ                           ნინო ტაბატაძე