დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიების, დანამატებისა და დახმარებების გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/01/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 01/02/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №36
2004 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიების, დანამატებისა და დახმარებების გაცემის შესახებ
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით და „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე საბიუჯეტო დაწესებულებებში და ორგანიზაციებში, სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში დასაქმებული მუშაკებისათვის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პრემიების, დანამატებისა და დახმარებების გაცემის მიზნით:
1. ნება დაერთოთ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საბიუჯეტო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, სპეციალურ სახელმწიფო ფონდებს დასაქმებული მუშაკებისათვის კანონმდებლობით დადგენილი პრემიების (ჯილდოების), დანამატებისა და დახმარებების გაცემა განახორციელონ „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში ამ მიზნით გათვალისწინებული სახსრებიდან.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები