„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 36972
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 19/12/2016
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 19/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016392
36972
19/12/2016
ვებგვერდი, 21/12/2016
000000000.00.00.016392
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №36972

2016 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცემული მეთოდური მითითების 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით, საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას, რეალიზაციის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/ქონების მესაკუთრის სახელით ბიუჯეტში ამ ოპერაციაზე შეცდომით ან/და ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის მიზნობრივად მიმართვის მიზნით, რეალიზაციის განმახორციელებელი პირი მიმართავს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს და წარუდგენს წერილობით დასტურს მის მიერ შეცდომით განხორციელებული და საგადასახადო ორგანოს მიერ პირადი აღრიცხვის ბარათზე განსახორციელებელი ოპერაციების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ბარათზე სათანადო კორექტირება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გიორგი

თაბუაშვილი

შემოსავლების სამსახურის უფროსი