დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 32 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016346 |
|
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 დეკემბრის #58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„მცხეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 დეკემბრის №58 დადგენილებაში (სსმ, 04/01/2016; 190020020.35.153.016308) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველ მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები 12 597,1 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახადები 5 803,8 ათასი ლარის ოდენობით :
ე) დადგენილების მე-7 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები 9 732,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილების მე-8 მუხლში და მე-8 მუხლის „ა“ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6 722,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7 171,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ზ) დადგენილების მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
თ) დადგენილების მე-10 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-3 857,7) ათასი ლარის ოდენობით ი) დადგენილების მე-11 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-4 031,1) ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 4 031,1 ლარის ოდენობით. კ) დადგენილების მე-12 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-173,4) ათასი ლარის ოდენობით. ლ) დადგენილების მე-14 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 280,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 155,4 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 123,7 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 0,9 ათასი ლარი; 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. თავი II მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის 3.1 ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 16. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 3.1 სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) მცხეთის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 17 საბავშვო ბაღიდან ფუნქციონირებს 13 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1 420-მდე ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ხელფასებს, აღსაზრდელთა კვების ხარჯებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ნ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის 5.2.1 ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5.2.1 ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: ა) ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება. ო) დადგენილების მე-17 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები