დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე განცხადების (ტიპური) ფორმის და პეტიციის რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.110.016258 |
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე განცხადების (ტიპური) ფორმის და პეტიციის რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის, „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 1202 და 1203 მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკი (დანართი №1); ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე განცხადების (ტიპური) ფორმა (დანართი №2); გ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გასაცემი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა (დანართი №3).“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე წარსადგენი განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 ნოემბრის №21 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო |
პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკი
------------------------------------------------------------------------- (პეტიციის სახით წარსადგენი საკითხის დასახელება)
შენიშვნა: თითოეულ ბლანკზე შესაძლებელია არაუმეტეს 50 ხელმოწერის განხორციელება. ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი: ---------------------------------------------------------------------- ხელმოწერა, თარიღი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი) ---------------------------------------------------------------------- პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი ---------------------------------------------------------------------- რეგისტრაციის ადგილი (პირადობის მოწმობის მიხედვით), ტელეფონის ნომერი. ბლანკის დამოწმებაზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი:------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, ხელმოწერა, თარიღი, ბეჭედი) |
დანართი №2
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო |
პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე განცხადების
(ტიპური) ფორმა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს------------------------------- პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების სახელი, გვარი, ------------------------------- მისამართი,------------------------------- საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში) ------------------------------- განცხადება პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (შესაბამისი ტექსტი, მოთხოვნა, დასაბუთება)
დანართი: ა) საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სია; ბ) ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები; გ) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების ხელმოწერა/ხელმოწერები:-------------------------------- განცხადების წარდგენის თარიღი:------------------------- |
დანართი №3
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო |
პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში --------------------––––––––– რეგისტრირებულ იქნა (რეგისტრაციის თარიღი) № ----------------- ---------------------------------------------- პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე განცხადება. (რეგისტრაციის №) (პეტიციის სახით წარსადგენი საკითხის დასახელება) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი:------------------------------------------------------------ (სახელი, გვარი ხელმოწერა, თარიღი, ბეჭედი) |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები