სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის №1 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის №1 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 31601469494
დოკუმენტის მიმღები სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N1 საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
31601469494
09/12/2016
ვებგვერდი, 21/12/2016
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის №1 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N1 საჯარო სკოლა

სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის 1 საჯარო სკოლის 201 6 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

 

      წარმოგიდგენთ სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის 1 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 201 6 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49- მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული ,,ინფორმაციის თავისუფლების’’ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:     

სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის 1 საჯარო სკოლის 2016 წლის 07 დეკემბრის2-125 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის 1 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი გულსუნდა ბეჟუაშვილი

ა) 2016  წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა.

ბ) დაკმაყოფილდა 56 (ორმოცდათექვსმეტი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და მიღებული იქნა ერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე შემოვიდა 32(ოცდათორმეტი)  მოთხოვნა.

დ) 201 6 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ იქნა 1 სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების სახით სკოლას დაეკისრა 103( ას სამი) ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ხაშურის რაიონულ სასამართლოში.(მის. ქ. ხაშური კოსტავას ქ. 15)

 

 

სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის #1 საჯრო სკოლის 201 6 წლის წლიურ ანგარიშს აგრეთვე წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

57 (ორმიცდაჩვიდმეტი)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული

0 (ნული)

გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

32 (ოცდათორმეტი)

ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0 (ნული)

ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

1 (ერთი)

 

სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის

სოფელ რუისის 1 საჯარო

სკოლის დირექტორის მ/შ:                                          /ლევან რაზმიაშვილი/