დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დებულების დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე`` | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/01/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 21/01/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.040.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №26
2004 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები „საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში და დებულების VIII და IX თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,VIII. დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურა
22. დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საერთო განყოფილება
ბ) კადრებისა და სპეციალურ საკითხთა განყოფილება
გ) იურიდიული განყოფილება
დ) საავტომობილო გზების განვითარებისა და ტექნიკური პოლიტიკის სამმართველო
ე) გზების ექსპლუატაციის სამმართველო
ვ) ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველო
ზ) მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების განყოფილება
თ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო
ი) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება
კ) საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილება
ლ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება.
IX. დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება
23. დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებაა საგზაო საგადასახადო სამმართველო“.
2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის IX თავში შეტანილი ცვლილება ამოქმედდეს 2004 წლის 1-ლი მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები