დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის N714 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის N163/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017239 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 ნოემბრის №525 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში (30/12/2014 წ., www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016898) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების მე-2 მუხლის:
1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობის გზით განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.” 2. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობის გზით განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგრანტო კონკურსების ორგანიზება და გრანტების გაცემა.”ю 3. მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი: „ჩ) ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობის გზით განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აცხადებს საგრანტო კონკურსებს და გასცემს გრანტებს.”. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 30 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები