დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე`` საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ`` | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/01/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 21/01/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.080.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №23
2004 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №39, მუხ. 330) დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6.
სამსახური მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად:
ა) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის (უფლებამოსილების პერიოდში და უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე), საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ბ) უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს თანამდებობის პირთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სხვა მნიშვნელოვან პირთა დაცვით ღონისძიებებს საქართველოში მათი ვიზიტის დროს;
გ) უზრუნველყოფს დასაცავ პირთა მონაწილეობით ღონისძიების მოწყობის ადგილებში უსაფრთხოების ზომების მიღებას;
დ) ახორციელებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, სამთავრობო რეზიდენციების, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების, დასაცავ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების დაცვას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზაციას უწევს საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის (უფლებამოსილების პერიოდში და უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე) გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების კონტროლს;
ზ) სამსახურის კადრში დატოვებით სამსახურის მოქმედი რეზერვის ოფიცრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ სახელმწიფო უწყებებსა და დაწესებულებებში;
თ) უზრუნველყოფს დაცვითი ღონისძიებების განხორციელებას დასაცავი პირების გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე;
ი) უზრუნველყოფს კავშირგაბმულობის საშუალებით საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემას, რისთვისაც თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც აწარმოებენ სპეციალურ გამოკვლევებს აღნიშნულ სფეროში;
კ) დასაცავ პირთა ყოფნის მუდმივ და დროებით ადგილებში ახორციელებს ოპერატიულ-ტექნიკურ შემოწმებას, სამედიცინო უზრუნველყოფას კვლევის ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით და დასაცავი ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს;
ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოკვლევასა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;
მ) განსაკუთრებულ პერიოდში, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დასაცავ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს და ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს;
ნ) აუცილებლობის შემთხვევაში მოიზიდავს სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა ძალებსა და საშუალებებს;
ო) წყვეტს სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების საკითხს;
პ) მონაწილეობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასაცავი ობიექტების საიდუმლოების რეჟიმის დაცვის საქმიანობაში;
ჟ) უზრუნველყოფს თავისი დანაყოფების საქმიანობის მეცნიერულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ-ანალიტიკურ ორგანიზაციას;
რ) სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას, ანალიტიკურ კვლევას;
ს) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ახორციელებს შეიარაღების, სპეციალური საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა-ექსპლუატაციას;
ტ) კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, უზრუნველყოფს პირთა და ობიექტთა დაცვას, ხოლო ამ საქმიანობით მიღებული სახსრების მიზნობრიობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი;
უ) დასაცავი ობიექტების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით განსაზღვრავს ამ ობიექტებზე დაშვების რეჟიმსა და დაცვითი ღონისძიებების სისტემას, აგრეთვე ადმინისტრაციას რეკომენდაციას უწევს მის გამგელობაში არსებული შენობა-ნაგებობის (დასაცავი ობიექტის) დაცვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის თაობაზე;
ფ) ტექნიკური კონტროლის საშუალებათა გამოყენებით ახორციელებს დასაცავ ობიექტებზე შემსვლელ პირთა შემოწმებას;
ქ) განსაზღვრავს თავის ამოცანათა განხორციელების პრიორიტეტულ მიმართულებებს, შეიმუშავებს მუშაობის სრულყოფის მიზნობრივ კომპლექსურ პროგრამებსა და ამ პროგრამების განხორციელების სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სხვა მექანიზმებს;
ღ) ამუშავებს დანაყოფების სტრუქტურას და საჭიროებისამებრ შეაქვს ცვლილებები საშტატო ნუსხებში;
ყ) გასცემს უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა საქართველოში ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის ქვეყანაში შემოტანისა და ქვეყნიდან გატანის ნებართვებს;
შ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
2. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8.
სამსახურის უფროსი:
ა) წარმოადგენს სამსახურს და ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობის უფლებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ბ) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს. უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები, განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი;
გ) განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების უფროსების უფლებამოსილებას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის სხვა თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას და სტრუქტურული დანაყოფების კონკრეტულ ამოცანებს;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეებთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დაცვის სპეციალური სამსახურების უფროსებს;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების რეორგანიზაციას;
თ) კანონით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას;
ი) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს;
კ) დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების ჩათვლით;
ლ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის სპეციალური წოდების მქონე პირად შემადგენლობას ვადაზე ადრე ანიჭებს მორიგ სპეციალურ წოდებას სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების ჩათვლით;
მ) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის თანამშრომლებს;
ნ) დადგენილი წესით სამსახურის თანამშრომლებს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოებზე;
ო) აწესებს და სამსახურის თანამშრომლებს ანიჭებს სამსახურებრივ ჯილდოებს;
პ) განსაზღვრავს ოპერატიული და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ჟ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ოპერატიული, საბრძოლო და სპეციალური მომზადების ორგანიზებას;
რ) საქართველოს კანონების შესაბამისად გამოსცემს ბრძანებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ს) კანონით დადგენილი წესით, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით გამოსცემს ერთობლივ ბრძანებებს;
ტ) ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ცნობას სამსახურიდან გასული საჯარო ინფორმაციის შესახებ;
უ) კანონით დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;
ფ) სამსახურში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით შრომით ხელშეკრულებებს დებს სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირებთან (მათ შორის, სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებთან); ადგენს ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების პერსონალურ თანამდებობრივ განაკვეთებს;
ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის თანამშრომლებს აძლევს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას;
ღ) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო ორგანიზაციებში;
ყ) ამტკიცებს რეესტრს, რომელშიც პერიოდულად განისაზღვრება იმ მნიშვნელოვან პირთა ჩამონათვალი, რომელთა საქართველოში ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირებზე გაიცემა იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და ქვეყნიდან გატანის ნებართვები;
შ) პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურისთვის განსაზღვრული ამოცანების შესრულების გამო;
ჩ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
3. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11.
სამსახურის თანამდებობის პირები არიან სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.“.
4. დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14.
1. სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენენ მისი დანაყოფები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
2. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის ამოცანები, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი საქმიანობა, ხელმძღვანელობა, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისაზღვრება შესაბამისად ამ დებულებით, სამსახურის საშტატო ნუსხითა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის დებულებით.
3. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფი შეიძლება იყოს სამსახური, სამმართველო, ქვედანაყოფი, დამოუკიდებელი განყოფილება.
4. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფი შეიძლება დაიყოს განყოფილებებად, ქვეგანყოფილებებად, ჯგუფებად, მიმართულებებად და სხვა სტრუქტურულ ერთეულებად.“.
5. დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რადაქციით:
„1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული დანაყოფებისაგან:
ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველო;
ბ) პირველი სპეციალური სამმართველო;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვის სპეციალური სამსახური;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვის სპეციალური სამსახური;
ე) პირადი დაცვის სამმართველო;
ვ) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველო;
ზ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამმართველო;
თ) ოპერატიული სამმართველო;
ი) კადრების სამმართველო;
კ) სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სამმართველო;
ლ) ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველო;
მ) დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვისა და ოპერატიული მართვის სამმართველო;
ნ) პირადი შემადგენლობის უსაფრთხოების და ინსპექტირების სამმართველო;
ო) სამედიცინო სამმართველო;
პ) სამეურნეო სამმართველო;
ჟ) საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველო;
რ) სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი;
ს) სამსახურის აპარატი;
ტ) საფინანსო განყოფილება.“.
6. დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16.
სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები
1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
გ) თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.
2. პირველი სპეციალური სამმართველოს ძირითადი ამოცანებია საქართველოს პრეზიდენტობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი სიცოცხლის ბოლომდე:
ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
გ) საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმის შემთხვევაში უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.
3. პირადი დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) დასაცავი პირების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის აქტით განსაზღვრულ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის დასაცავ პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
გ) სახელმწიფოს სხვა მნიშვნელოვან პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
დ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურებსა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
ე) დასაცავ პირებზე თავდასხმის შემთხვევაში მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.
4. ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის აქტით განსაზღვრულ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საქართველოს სამთავრობო რეზიდენციების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
გ) დასაცავ ობიექტებზე წესრიგისა და სასაშვო რეჟიმის უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ე) დასაცავ და საქართველოს პრეზიდენტის მონახულების ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება;
5. დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოში არსებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებათა, საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციათა ოფისების შენობა-ნაგებობების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩების, გენერალური კონსულების, კონსულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების ხელმძღვანელთა საცხოვრებელი სახლების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს საელჩოების, საკონსულოებისა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების დაცვითი ღონიძიებების უზრუნველყოფა;
დ) საელჩოების, საკონსულოების, საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციათა ოფისებისათვის შენობა-ნაგაბობების შერჩევის დროს ამ ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებათა ხარისხის ამაღლების მიზნით დაცვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის რეკომენდაციების გაწევა.
6. ოპერატიული სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებსა და მონახულების ობიექტებზე;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამსახურის მიერ სხვა დასაცავი პირებისა და ობიექტების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა პროფილაქტიკა და აღნიშნულ მოქმედებათა მზადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა;
დ) მოკვლევის წარმოება იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამო, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) დასაცავ პირთა და ობიექტთა მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა მზადების თაობაზე სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციების სისტემატიზაცია და ანალიზი, მოვლენათა სავარაუდო განვითარების პროგნოზირება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელება.
7. კადრების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის ხელმძღვანელობის საკადრო პოლიტიკის განხორციელების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
ბ) სამსახურში მისაღები კანდიდატების დადგენილი წესით შერჩევა-შესწავლა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება;
გ) სამსახურის პირადი შემადგენლობის პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკებისა და ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამსახურებრივი და პირადი დოკუმენტაციის წარმოება;
დ) პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება;
ე) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ვ) სამსახურის თანამშრომელთა სამსახურის გავლის, სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო და ფიზიკური მომზადების უზრუნველყოფა.
8. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის უზრუნველყოფა სატელიტური სატელეფონო კავშირით საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ;
ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ღია და დახურული რადიოკავშირებით უზრუნველყოფა;
გ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საერთო მოხმარების საკაბელო-სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში;
დ) სამსახურის კუთვნილი კავშირის სისტემებისა და საშუალებების ექსპლუატაციის, აგრეთვე მათი ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებელი სამუშაოების უზრუნველყოფა;
ე) ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სატელეფონო საუბრებისა და სხვა სახის შეტყობინებების დაცულობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა.
9. ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის დასაცავ პირებთან და დასაცავ ობიექტებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის გაჟონვის ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების გამოვლენის, აღკვეთისა და პროფილაქტიკის უზრუნველყოფა;
ბ) დასაცავი ობიექტების, აგრეთვე დასაცავი პირების მონახულების ობიექტებისა და გადაადგილების მარშრუტების დათვალიერება ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
10. დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვისა და ოპერატიული მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) დასაცავ პირთა დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე დასაცავ პირთა ხშირი მონახულების ობიექტების უსაფრთხოების (დაცვითი) მუდმივმოქმედი გეგმებით უზრუნველყოფა;
გ) დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისას რადიოეთერის მეშვეობით სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლისა და ურთიერთმოქმედების კოორდინაციის უზრუნველყოფა.
11. პირადი შემადგენლობის უსაფრთხოების და ინსპექტირების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფოს ან საზოგადოების მიმართ მტრულად განწყობილ პირებთან, აგრეთვე დამნაშავე ელემენტებთან სამსახურის თანამშრომლების არასამსახურებრივი კონტაქტების გამოვლენა და შესწავლა პირად შემადგენლობაზე მათი შესაძლო არასასურველი ზემოქმედების აღსაკვეთად;
ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მუშაობის ინსპექტირების განხორციელება;
გ) გამოვლენილ დარღვევებზე სამსახურებრივი მოკვლევა, აგრეთვე, თანამშრომელთა მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოკვლევა.
12. სამედიცინო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ;
ბ) დასაცავი პირების სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა;
გ) დასაცავ ობიექტზე სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა;
დ) სამსახურის თანამშრომელთა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალური-სამედიცინო კომისიის მიერ შემოწმების ორგანიზება-განხორციელება;
ე) სამსახურის დასაცავ, აგრეთვე დასაცავი პირის მონახულების ობიექტზე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა;
ვ) სამსახურის ბალანსზე არსებულ ობიექტებზე წინასწარი და მიმდინარე სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელება.
13. სამეურნეო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის დანაყოფების მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება;
გ) სამსახურის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
დ) სამსახურის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელება.
14. საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს მილსადენისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვითი და უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
ბ) ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვითი და უსაფრთხოების კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება.
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების საფუძველზე პირთა და ობიექტთა დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა.
15. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო და დროებით ადგილსამყოფელზე, აგრეთვე მისი გადაადგილების მარშრუტებზე უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) დასაცავ პირზე ან დაცვის ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში თავდასხმის სუბიექტის ან წყაროს გაუვნებელყოფა;
გ) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებზე თავდასხმის შემთხვევაში თავდასხმის სუბიექტის ან წყაროს გაუვნებელყოფა;
დ) მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობის შენარჩუნება.
16. სამსახურის აპარატის (რომელიც უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს) ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურება;
გ) საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
დ) უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა საქართველოში ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და ქვეყნიდან გატანის სპეციალური ნებართვების რეესტრის წარმოება;
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ) სამსახურის უფროსის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ზ) საიდუმლო საქმის წარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
თ) ღია საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება (ბრიფინგები, პრესკონფერენციები, ინტერვიუები);
ი) სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
17. საფინანსო განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
გ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ხარჯთა ნუსხის შედგენა.“.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები