„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016450
104
19/12/2016
ვებგვერდი, 19/12/2016
120010000.22.026.016450
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №104

2016 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებით (ვებგვერდი, 24/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016305) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საგანგებო დავალებების შემთხვევაში, სამხედრო ობიექტების და კანონმდებლობით დადგენილი წესით – სტრატეგიული დანიშნულების სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;“.

2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ნ) საპატრულო ღონისძიებათა კოორდინაციის სამმართველო.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“-„რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-6 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„12. საპატრულო ღონისძიებათა კოორდინაციის სამმართველოს ფუნქციებია:    

ა) სამხედრო პოლიციის საპატრულო ქვედანაყოფების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;

ბ) საპატრულო ქვედანაყოფების მიერ პატრულირების განხორციელების და სამხედრო ობიექტებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ხარისხის შემოწმება, შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბება  და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

გ) საპატრულო ქვედანაყოფების მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების ფაქტების შეჯამება, სათანადო ინფორმაციის მომზადება, ასევე საპატრულო ქვედანაყოფების მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა შესახებ მონაცემების მიღება და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მონიტორინგი;

დ) საპატრულო ქვედანაყოფების მიერ განსახორციელებელი საპატრულო ღონისძიებების კოორდინაცია, აგრეთვე მათთვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარებების გაწევა;

ე) საპატრულო ღონისძიებების  სრულყოფილად  განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების  გამოვლენა  და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია