დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 28/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №18
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით (სსმ III, 2008 წელი, №29, მუხლი 312) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);“.
2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:
„კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ლ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის თაობაზე;
მ) ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება;
ნ) სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება;
ო) სამინისტროში არსებულ ცხელ ხაზზე დევნილებისაგან შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება.“.
4. მე-7 მუხლის მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფია ცხელი ხაზის განყოფილება.“.
5. მე-7 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„12. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) უფლება-მოვალეობანია:
ა) სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციის შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
ბ) მინისტრის დავალების საფუძველზე კონკრეტულ საკითხთა შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება.“.
6. მე-7 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია 2010 წლის 1 თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები