,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/01/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 20/01/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.05.002.002
  • Word
13
14/01/2004
სსმ, 4, 20/01/2004
010.240.030.05.002.002
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №13

2004 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N 138, 31.12.01 წ., მუხ. 993) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტი;“

ბ) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) პარლამენტთან ურთიერთობის, სამართალშემოქმედებისა და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტი“.

გ) „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14.

საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების მომზადების, დადებისა და შესრულების ორგანიზება;

ბ) ქართული სამართლის საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებსა და მრავალმხრივ საერთაშორისო შეთანხმებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ სამინისტროში შემოსულ წინადადებებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების თაობაზე;

დ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფოთა დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; სამინისტროში საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზება;

ე) მსჯავრდებულთა გადაცემისა და მიღების, აგრეთვე დადგენილი წესით ექსტრადაციის საკითხებზე მინისტრის გადაწყვეტილებათა მომზადება;

ვ) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფა;

ზ) ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობის წარმართვა, სამთავრობო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ მიღების ორგანიზება და დამუშავება, სახელმწიფოს სახელით წარსადგენი შესაბამისი დოკუმენტების (დასკვნების) პროექტების მომზადება;

თ) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა შესრულებისა და კონტროლის ორგანიზება“.

3. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21.

პარლამენტთან ურთიერთობის, სამართალშემოქმედებისა და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კანონშემოქმედების სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;

ბ) კანონშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

გ) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;

დ) საქართველოს კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენა;

ე) საქართველოს კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მიღებულ და გამოცემულ ნორმატიულ აქტებში სამართლებრივი კოლიზიის შემთხვევების გამოვლენა;

ვ) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება, დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან შეთანხმება და საქართველოს პრეზიდენტისათვის, აგრეთვე სხვა შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის (ორგანოების) წარდგენა“.

4. ამოღებულ იქნეს 24-ე და 27-ე მუხლები.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი          ნ. ბურჯანაძე