დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 661 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 05/01/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.000.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №661
2003 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები „ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულების („საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული“, 1997 წელი, მე-19 მაცნე, 62 გვერდი) მე-3 პუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში და ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს ახალი რედაქციით:
ზურაბ ჟვანია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
თეიმურაზ ლობილაძე – ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ჯემალ გახოკიძე – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი
ნიკოლოზ ვაშაკიძე – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
პანტიკო თორდია – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი
ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე
ავთანდილ იოსელიანი – საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
გივი იუკურიძე – საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი
კარლო ლეკიშვილი – საბრძოლო იარაღის, მასალებისა და აღჭურვილობის გენერალური კონსტრუქტორი, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“გენერალური დირექტორი
ელგუჯა მეძმარიაშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი
ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ვალერიან ხაბურძანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
მიხეილ ჯანიკაშვილი – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, კომისიასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი
თედო ჯაფარიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.“.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები