დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 მარტის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.152.016278 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 მარტის №7 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 16/03/2016. 010250000.35.152.016253) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 მარტის №7 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლს დაემატოს „ზ1“ პუნქტი შემდეგი რედაქციით: „ზ1) განიხილოს, აკმაყოფილებს თუ არა დაინტერესებული პირის განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნებს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დასახლების საერთო კრება ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობას და შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსადმი შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. დასახლების საერთო კრება საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის დასახლების საერთო კრების მოწვევის ინიციირებიდან ერთი თვის ვადაში. დასახლების საერთო კრების მიერ ერთი თვის ვადაში მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის შესაბამისი წინადადების წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობა საკითხის განხილვის გაგრძელებაზე უარის თქმად ჩაითვლება;”. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლს დაემატოს „ზ2“ პუნქტი შემდეგი რედაქციით: „ზ2) მუნიციპალიტეტის გამგებელი, დასახლების საერთო კრების მიერ შესაბამისი წინადადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს შუამდგომლობას დაინტერესებულ პირზე უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირების შესახებ;” 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლს დაემატოს „ზ3“ პუნქტი შემდეგი რედაქციით: „ზ3) ამ მუხლის „ზ1“ და „ზ2“ პუნქტის დებულებები ვრცელდება „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით განსაზღვრულ დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;“ . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები