„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 თებერვლის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 თებერვლის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 10/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016411
45
26/12/2016
ვებგვერდი, 26/12/2016
360160000.22.023.016411
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 თებერვლის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 თებერვლის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №45

2016 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 თებერვლის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 თებერვლის №175 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 05/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016298)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:“.

 

2. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების:

 

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

,,ლ1)  გარემოსდაცვით სფეროში საჯარო განხილვების ხელშეწყობა;“.

 

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი ,,1 და ,,2 ქვეპუნქტები:

„მ1) გარემოსდაცვით სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერტიფიცირების უზრუნველყოფა;

2) საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, შესაბამისი სპეციალისტების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და სწავლების ხელშეწყობა;“.

 

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,1ქვეპუნქტი:

,,თ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ1” პუნქტით გათვალისწინებულ სერტიფიკატებს;“.

 

ე) მე-7 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი:

,,21. ცენტრის დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.“

ვ) მე-8 მუხლის ,,პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ზ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. განათლების პროექტების სამსახური:

ა) განსაზღვრავს სწავლების მიმართულებებს, შეიმუშავებს სასწავლო გეგმებს, თემატიკასა და პროგრამებს;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს მეთოდურ მითითებებსა და სასწავლო ლიტერატურას;

გ) ორგანიზებას უწევს სემინარების, ტრენინგების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მომზადებასა და ჩატარებას;

დ) ხელს უწყობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და სასერტიფიკატო პროგრამებში გარემოსდაცვითი კომპონენტების ჩართვას;

ე) ხელს უწყობს გარემოს დაცვის სფეროში ახალი პროფესიული კურსების დანერგვას;

ვ) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან

ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში.

თ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ,,მწვანე ეკონომიკისა” და ,,მწვანე ბიზნესის” ხელშემწყობ პროექტებს;

ი) კოორდინაციას უწევს მდგრადი განვითარების პოლიტიკის ფორმირების ხელშემწყობი სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

კ) უზრუნველყოფს გარემოსდაცვით სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სერტიფიცირებას;

ლ) უზრუნველყოფს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას, გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლების ხელშეწყობას.”

 

თ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

ი) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,“, ,,და ,,ქვეპუნქტები:

,,ი) კოორდინაციას უწევს ეკომარკირების სისტემებისა და ეკოსტანდარტების დანერგვის პროექტებს;

 კ) უზრუნველყოფს ერთიანი საინფორმაციო სისტემის განვითარების სტრატეგიის ფორმირებას და კონკრეტული კომპონენტების იმპლემენტაციას;

 ლ)   კოორდინაციას უწევს ანალიტიკური პროდუქტების მომზადებას.“

კ) მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი