დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 559 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 300380010.10.003.019626 |
|
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში (სსმ, 30/12/2005, მუხლი 1697) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. უხარისხო დიზელის საწვავის შემადგენლობა განაპირობებს სახიფათო აეროზოლების წარმოქმნას, რამაც სავარაუდოა გამოიწვიოს რესპირატორული, სიმსივნური და სხვა დაავადებათა სტიმულირება. დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლების ევროპაში დადგენილ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე:“. 2. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები: „ვ) 2017 წლის 1 იანვრიდან: ვ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48; ვ.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 100 მგ/კგ; ვ.გ) სიმკვრივე 150C – არაუმეტეს 845 კგ/მ3; ვ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%; ზ) 2019 წლის 1 იანვრიდან: ზ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48; ზ.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 50 მგ/კგ; ზ.გ) სიმკვრივე 150C – არაუმეტეს 845 კგ/მ3; ზ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები