„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 555
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 19/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019622
555
15/12/2016
ვებგვერდი, 16/12/2016
010240030.10.003.019622
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №555

2016 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017465) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.   მე-2 მუხლის:

ა)  „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური ოპერაციებისა და ლოგისტიკური მარაგების დაგეგმვა;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სამხედრო დაზვერვის სტრატეგიისა და პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა, სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს „რ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„რ1) სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილი პირების, ასევე სამხედრო სამსახურის გავლის დროს საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებული, ტრავმირებული, უგზო-უკვლოდ დაკარგული და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;“.

3. მე-2 მუხლის:

ა) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი, სამედიცინო ქონებითა და სამკურნალწამლო საშუალებებით  უზრუნველყოფის დაგეგმვა, მომარაგება და მათ მიმოქცევაზე კონტროლი; სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასება და გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა;“;

ბ)  „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) J-4 – ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი;

ე) J-5 – სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი;“;

ბ)  „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;“;

გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ)  „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ქ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ქ) კავშირგაბმულობის ცენტრი.“.

6. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა − ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) J-1 − პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო უზრუნველყოფას; შეიმუშავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების პროექტებს, მონაწილეობს სამხედრო ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების ღონისძიებათა დაგეგმვაში; ურთიერთობს სამხედრო ძალების რეზერვში აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში უფლებამოსილ სამთავრობო დაწესებულებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;

ბ) J-2 – დაზვერვის დეპარტამენტი მონაწილეობს სამხედრო დაზვერვის სტრატეგიისა და პოლიტიკის განსაზღვრაში, უზრუნველყოფს შეიარაღებულ ძალებს სადაზვერვო ინფორმაციით, მონაწილეობს სადაზვერვო ღონისძიებების დაგეგმვაში,  ახორციელებს  სადაზვერვო ღონისძიებების კოორდინაციას და კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში უსაფრთხოების ღონისძიებებს;

გ) J-3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და ოპერატიული გეგმების შემუშავებას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულების კოორდინაციაში, ახორციელებს საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მხარდაჭერას, უზრუნველყოფს საერთაშორისო და გაერთიანებული (ეროვნული) სწავლებების დაგეგმვასა და ჩატარებას;

დ) J-4 – ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური ოპერაციებისა და ლოგისტიკური მარაგების დაგეგმვას;

ე) J-5 – სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი თავდაცვის პოლიტიკით განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე უზრუნველყოფს გრძელვადიანი ოპერატიული მოთხოვნების განსაზღვრასა და ძალთა დაგეგმვას; შეიარაღებული ძალების წინაშე დასმული ამოცანებიდან გამომდინარე  შეიმუშავებს სტრატეგიულ გეგმებს და უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობას;“;

ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) J-7 – სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განსაზღვრავს სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების მიმართულებებს და კოორდინაციას უწევს გამოცდილების გაზიარების სისტემის ფუნქციონირებასა და დოქტრინების შემუშავება/განვითარების პროცესს. მინისტრის მიერ განსაზღვრულ თანამდებობის პირს წარუდგენს წინადადებებს უცხოეთში მიღებული სამხედრო განათლების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ;

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი  ხელს უწყობს გენერალური შტაბის დეპარტამენტებისა და ცალკეული სამმართველოების საქმიანობის კოორდინაციას, გენერალური შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზასა და ვიზირებას; ახორციელებს გენერალური შტაბის საქმიანობის სამართლებრივ და საფინანსო უზრუნველყოფას; განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში ახდენს საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების მონიტორინგს; უზრუნველყოფს ნატოს ქვერეგისტრის ფუნქციონირებას; ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში სპორტული ღონისძიებებისა და ცეცხლსასროლი (სამსახურებრივ-საშტატო) იარაღიდან სროლის კურსების ჩატარებას; კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქმისწარმოების ორგანიზებასა და არქივის მართვას;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა  უზრუნველყოფს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარებას, პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას/გადამზადებასა და ქვედანაყოფების შეფასებას, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP) პროგრამისა და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმების ფარგლებში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მომზადებასა და ქვედანაყოფების შეფასებას, ოპერატიული და ტაქტიკური დონის დოქტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავებას, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრული ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადებას, გადამზადებასა და შეფასებას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას;“;

დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობას იღებს გაერთიანებული ოპერაციების პროცესში, წვრთნის და ამზადებს სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფებს, ატარებს სპეციალურ ოპერაციებს და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა სამხედრო მხარდამჭერ მოქმედებებს;“;

ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) სამედიცინო დეპარტამენტი ახორციელებს სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს; სამედიცინო ქონებითა და სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფის დაგეგმვას, მომარაგებასა და მათ მიმოქცევაზე კონტროლს; სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასებასა და გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვას;“;

ზ) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) კავშირგაბმულობის ცენტრი შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის მხარდასაჭერად უზრუნველყოფს სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დროულ, უწყვეტ, საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებას; სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ტაქტიკური დონის სისტემებთან ურთიერთქმედებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 19 დეკემბრიდან.  

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი