დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016451 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ, №134, 27/09/2007, სარეგისტრაციო კოდი: 280.120.000.22.026.010.857) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების 192 -194 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „192. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც „პრაქტიკულ ფრენებზე დაშვებისათვის ყოველწლიური შემოწმების შედეგების საფუძველზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრებიან ეკიპაჟების მეთაურებად ან მეორე მფრინავებად და ახორციელებენ პრაქტიკულ ფრენებს საჰაერო ხომალდზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი შემდეგი ოდენობით: ა) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ეკიპაჟების მეთაურებს – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 70%-ის ოდენობით; ბ) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების მეორე მფრინავებს – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით. 193. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც ახორციელებენ პრაქტიკულ ფრენებს საჰაერო ხომალდზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი შემდეგი წესით: ა) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების შტურმანებს – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით; ბ) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ბორტინჟინრებს (ბორტტექნიკოსებს, ბორტმექანიკოსებს) – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 30 %-ს ოდენობით. 194. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც არიან თვითმფრინავების, შვეულმფრენების ინჟინრები და ტექნიკოსები, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობით.”. 2. ბრძანებას დაემატოს 261 -263 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „261. კადრების განკარგულებაში გაყვანილ სამხედრო მოსამსახურეებს, პირადი სურვილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, მიეცემათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) პოლკოვნიკს – 29 000 ლარი; ბ) ვიცე-პოლკოვნიკს – 23 000 ლარი; გ) მაიორს – 18 000 ლარი; დ) კაპიტანს – 14 000 ლარი; ე) უფროს ლეიტენანტს, ლეიტენანტს – 10 000 ლარი. 262. სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა 261 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, პირადი სურვილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, მიეცემათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) პოლკოვნიკს – 29 000 ლარი; ბ) ვიცე-პოლკოვნიკს – 23 000 ლარი; გ) მაიორს – 18 000 ლარი; დ) კაპიტანს – 14 000 ლარი; ე) უფროს ლეიტენანტს, ლეიტენანტს – 10 000 ლარი. 263. 261 და 262 პუნქტების მოქმედება ძალაშია 2017 წლის 15 იანვრამდე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 19 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები