დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის N603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016437 |
|
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №603 ბრძანებით (ვებგვერდი, 20/06/2013, 120010000.22.026.016196) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და კომპეტენციები 1. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გამოცდილების გაზიარების სისტემის ფუნქციონირებისათვის კოორდინაციის გაწევა; გ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დოქტრინების შემუშავება/განვითარების პროცესისათვის კოორდინაციის გაწევა; დ) მინისტრის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირებისათვის წინადადებების წარდგენა უცხოეთში მიღებული სამხედრო განათლების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებასთან დაკავშირებით. 2. დეპარტამენტის კომპეტენციებია: ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების სისტემის განვითარებისათვის შესაბამისი კონცეპტუალური და საორგანიზაციო დოკუმენტების შემუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა; ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო განათლების გეგმების შემუშავება; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გვარეობების მიხედვით სამხედრო საგანათლებლო სტანდარტების განსაზღვრა; დ) სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის სტანდარტებთან, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების დადგენილ წესებთან თავსებადობის განსაზღვრა; ე) სამხედრო საგანმანათლებლო სისტემის სტრუქტურების განვითარება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციაში; ვ) სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი, არსებული მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანალიზის მომზადება და რეკომენდაციების შემუშავება; ზ) საზღვარგარეთ სამხედრო განათლების პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრაში მონაწილეობა; თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოცანებიდან გამომდინარე, საბრძოლო მომზადების დაგეგმვის სტრატეგიისა და საორგანიზაციო მეთოდური მითითების შემუშავება; ი) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მომზადების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში მისი კოორდინირება და მონიტორინგი; კ) კომპეტენციის ფარგლებში სწავლებების დაგეგმვაში მონაწილეობა, კოორდინაცია და მონიტორინგი; ლ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სასწავლო პოლიგონებისა და სასროლეთების განვითარების სტანდარტების განსაზღვრა; მ) ვადადაწესებული მოხსენებების ტაბელით და საბრძოლო მომზადების სახელმძღვანელო და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოების წესით განსაზღვრულ ვადებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთებიდან და ქვედანაყოფებიდან მიღებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, გენერალური შტაბის უფროსისათვის მოხსენების მომზადება; ნ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ეფექტური სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების სისტემის განვითარებისთვის გამოცდილების (მათ შორის – პარტნიორი ქვეყნების) განზოგადება და გაზიარება; ო) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დოქტრინების შემუშავების/განვითარების პროცესის კოორდინაცია, აგრეთვე პუბლიკაციების კოდირება და გამოცემისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება; პ) უცხოეთში მიღებული სამხედრო განათლების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შესწავლა და მინისტრის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის წინადადებების წარდგენა; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სამხედრო განათლების სამმართველო: ა.ა) სამხედრო განათლების დაგეგმვის განყოფილება; ა.ბ) სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამების ანალიზისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის განყოფილება; ბ) საბრძოლო მომზადების სამმართველო: ბ.ა) საბრძოლო მომზადების დაგეგმვის განყოფილება; ბ.ბ) საბრძოლო მომზადების მონიტორინგისა და ანალიზის განყოფილება. 2. სამხედრო განათლების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო განათლების სისტემის განვითარებისათვის შესაბამისი კონცეპტუალური და საორგანიზაციო დოკუმენტების შემუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა; ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო განათლების გეგმების შემუშავება; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გვარეობების მიხედვით სამხედრო საგანათლებლო სტანდარტების განსაზღვრა; დ) სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის სტანდარტებთან, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების დადგენილ წესებთან თავსებადობის განსაზღვრა; ე) სამხედრო საგანმანათლებლო სისტემის სტრუქტურების განვითარება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციაში; ვ) სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი, არსებული მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანალიზის მომზადება და რეკომენდაციების შემუშავება; ზ) საზღვარგარეთ სამხედრო განათლების პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრაში მონაწილეობა; თ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სასწავლო პოლიგონებისა და სასროლეთების განვითარების სტანდარტების განსაზღვრა; ი) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ეფექტური სამხედრო განათლების სისტემის განვითარებისთვის გამოცდილების (მათ შორის – პარტნიორი ქვეყნების) განზოგადება და გაზიარება; კ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დოქტრინების შემუშავების/განვითარების პროცესის კოორდინაცია, აგრეთვე პუბლიკაციების კოდირება და გამოცემისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება; ლ) უცხოეთში მიღებული სამხედრო განათლების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შესწავლა და მინისტრის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის წინადადებების წარდგენა; მ) საქართველოს კანონმდებლობით და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.”. 3. საბრძოლო მომზადების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) საქართვერლოს შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მომზადების სისტემის განვითარებისათვის შესაბამისი კონცეპტუალური და საორგანიზაციო დოკუმენტების შემუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოცანებიდან გამომდინარე, საბრძოლო მომზადების დაგეგმვის სტრატეგიისა და საორგანიზაციო მეთოდური მითითების შეიმუშავება; გ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მომზადების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში მისი კოორდინირება და მონიტორინგი; დ) კომპეტენციის ფარგლებში სწავლებების დაგეგმვაში მონაწილეობა, კოორდინაცია და მონიტორინგი; ე) ვადადაწესებული მოხსენებების ტაბელით და საბრძოლო მომზადების სახელმძღვანელო და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოების წესით განსაზღვრულ ვადებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთებიდან და ქვედანაყოფებიდან მიღებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე გენერალური შტაბის უფროსისათვის მოხსენების მომზადება; ვ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ეფექტური საბრძოლო მომზადების სისტემის განვითარებისთვის გამოცდილების (მათ შორის – პარტნიორი ქვეყნების) განზოგადება და გაზიარება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 19 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები