დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2003 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 631 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 05/01/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №631
2003 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
2003 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ
დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თანდართული გადაწყვეტილება 2003 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გადაწყვეტილება
საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტმა 2003 წლის 24 დეკემბერს თავის შემაჯამებელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით 2003 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიები მიანიჭა ლაურეატობის შემდეგ კანდიდატებს:
I. ლიტერატურის დარგში
1. პოეტ თამაზ ჩხენკელს – ლექსების კრებულისათვის „სარკითა და სახითა“.
II. მუსიკის დარგში
2. კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს – 2001-2003 წლებში შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებებისათვის.
III. სახვითი ხელოვნების დარგში
3. მოქანდაკე ჯუნა (დიმიტრი) მიქატაძესა და არქიტექტორ რევაზ ბერიძეს – ლადო გუდიაშვილის ძეგლისათვის.
IV. თეატრის დარგში
4. ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს ჯემალ ჭკუასელსა და მთავარ ქორეოგრაფს რევაზ ჭოხონელიძეს – 2002-2003 წლების საკონცერტო გამოსვლებისათვის.
5. ნინო და ილიკო სუხიშვილებს – ბოლო ორი წლის მანძილზე დადგმული ცეკვების, აგრეთვე კოსტუმებისათვის.
V. მხატვრული პუბლიცისტიკის დარგში
6. მწერალ სოსო სიგუას – წიგნისათვის „მარტვილი და ალამდარი“.
7. ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას – ფოტოალბომისათვის „საქართველო“.
კომიტეტის წევრები უდიდესი კმაყოფილებით შეხვდნენ ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, საქართველოს მუსიკალური და თეატრალური საზოგადოებების წინადადებას და ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაბადების ასი წლისთავთან დაკავშირებით რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭოს დიდ ამერიკელ ბალეტმაისტერს ჯორჯ ბალანჩინს – გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძეს, ვის უკვდავ შემოქმედებასაც საქართველოში მიიჩნევენ ქართულ და ამერიკულ კულტურათა თანამშრომლობისა და მომავალი მარადიული მეგობრობის სიმბოლოდ.
გადაწყდა, რომ სახელგანთქმული ხელოვანის ლაურეატის დიპლომსა და ოქროს მედალს ჯორჯ ბალანჩინის იუბილეს დღეებში ბალანჩინის ფონდს გადასცემს საიუბილეო კონცერტზე მიწვეული სუხიშვილების ანსამბლი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები