,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ`` საქ. პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ`` საქ. პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 625
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 150, 29/12/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002
  • Word
625
26/12/2003
სსმ, 150, 29/12/2003
040.030.000.05.002.002
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ`` საქ. პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №625

2003 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებისა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებაში და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

„ზაზა სოფრომაძე – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

მერაბ ქავთარაძე – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

თინა დანელია – „პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისათვის“ სოციალური უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი

რევაზ თათარაძე    – საქართველოს ექიმთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

ნათია თურნავა –    საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე

ირინე იმერლიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გენო მალაზონია    – საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე

ზაზა სიხარულიძე  – „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის“ პრეზიდენტი

ლონდა სიხარულიძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე

გია ქობალია – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოადგილე

ია შალამბერიძე – საბჭოს წევრი

ლერი ჭალაგანიძე   – საქართველოს პოლიციის პენსიონერთა და ინვალიდთა კავშირ „აბჯრის“ გამგეობის წევრი

მანონი ხაჩიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

იოსებ ხაზარაძე – საქართველოს პენსიონერთა და ვეტერანთა პროფესიული კავშირების თავმჯდომარე.“.

2. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ფონდის მიზნები

1. ფონდის მიზნებია:

ა) დასაქმების, ჯანმრთელობისა და სახელმწიფო სოციალური დაზღვევის პროგრამების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სოციალური დაზღვევის სისტემაში მოქცევის მიზნით საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაცია და პერსონიფიცირებული აღრიცხვა;

გ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას, სადაზღვევო გასაცემლების დროული დანიშვნისა და გაცემა-დაფინანსების ორგანიზაცია;

დ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხების გადაწყვეტა;

ე) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანები.“.

3. მე-3 მუხლის „ბ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მოქალაქეთა სავალდებულო სოციალური დაზღვევის, სამედიცინო დახმარებების, სოციალური დაცვის, დასაქმების, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და სხვა სახელმწიფო პროგრამებს;“;

ი) შეიმუშავებს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს მოსახლეობის სოციალური დაზღვევის პროგრამების, სოციალური დაზღვევის სისტემისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის გაუმჯობესების შესახებ;

კ) მონაწილეობს მოსახლეობის სოციალური დაზღვევის და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში.“.

4. მე-4 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოს ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის, დასაქმებისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, მოსახლეობის სოციალური დაზღვევისა და შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრის და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხების გადაწყვეტის ორგანიზაცია, მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაცემლების დანიშვნა;“;

ე) თავისი მიზნების მისაღწევად, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას სტრუქტურული ერთეულები (განყოფილებები, დეპარტამენტები, სამმართველოები, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროები, წარმომადგენლობები) და ფილიალები.“.

5. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.“.

6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„კ) განსაზღვრავს ფონდის სტრუქტურული ერთეულებისა და ფილიალების უფლება-მოვალეობებს;

ლ) აუქმებს ან ცვლის მისი მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულებისა და ფილიალების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

მ) ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, აგრეთვე განსაზღვრავს იმ პასუხისმგებელ პირთა წრეს, რომლებსაც უფლება აქვთ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი“.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი