ქ. მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში

  • Word
ქ. მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 616014733519
დოკუმენტის მიმღები ქ.მარნეულის საგანმამნათლებლო რესურს ცენტრი
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
616014733519
09/12/2016
ვებგვერდი, 19/12/2016
ქ. მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში
ქ.მარნეულის საგანმამნათლებლო რესურს ცენტრი

ქ. მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში

 

წარმოგიდგენთ ქ. მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში -რესურსცენტრი) 2016 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49- მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული ,,ინფორმაციის თავისუფლების’’ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:     

ქ. მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის 7 დეკემბრის №64 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა ქ. მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის  საქმისმწარმოებელი ირმა დავაძე.

ა) 2016  წლის საანგარიშო პერიოდში, რესურსცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 5 (ხუთი) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა. რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

ბ) დაკმაყოფილდა 5 (ხუთი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, რესურსცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

ე) რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რესურსცენტრის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილი არ ყოფილა და გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები რესურსცენტრს არ ჰქონია.

ქ. მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი 2016 წლის წლიურ ანგარიშს აგრეთვე წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

5 (ხუთი)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული

5 (ხუთი)

გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0 (ნული)

ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0 (ნული)

ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0 (ნული)

 

ქ.მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის                       

უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                                          კენან ომაროვი