სახაზინო სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების საბიუჯეტო შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 619
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 22/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.002.002
  • Word
619
22/12/2003
სსმ, 146, 22/12/2003
190.040.000.05.002.002
სახაზინო სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების საბიუჯეტო შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №619

2003 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახაზინო სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების საბიუჯეტო შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელების შესახებ

სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმირების შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების განხორციელების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა 2004 წლის 1 აპრილიდან განახორციელოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების საბიუჯეტო შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი):

ა) 2004 წლის 10 იანვრამდე წარმოადგინოს დასამტკიცებლად „სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების საბიუჯეტო შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების“ და „გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლისა და სხვა შემოსულობის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების პროცესის მართვის, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციების პროექტები;

ბ) შეიმუშაოს ამ ბრძანებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტები და უზრუნველყოს მათი წარმოდგენა 2004 წლის 20 იანვრამდე.

3. ამ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №557 ბრძანებულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 10 ივლისის №347 ბრძანებულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის თანხის დაბრუნების პროცესის მართვის, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი