დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი |
| მიღების თარიღი | 13/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიშს საჯარო ინფორმაციის საკითხებთან დაკავშირებით.
● 2016 წელს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ 2 განცხადება შემოვიდა, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა. რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
● დაკმაყოფილდა 2 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
● საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
● ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილ თანხების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
● საჯარო მოსამსახურეების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
● რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
● საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან გამომდინარე, არ გასაჩივრებულა არც ერთი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით ამავე დაწესებულებაში, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სასამართლოში.
რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თ. გოგლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები