საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის რეორგანიზაციის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 165/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 430090000.22.022.017238
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
165/ნ
15/12/2016
ვებგვერდი, 16/12/2016
430090000.22.022.017238
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/12/2016 - 09/02/2017)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №165/ნ

2016 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის რეორგანიზაციის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 151  მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაციისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების, ასევე, მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით 2017 წლის 31 იანვრამდე განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის რეორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას ან/და გადაადგილებას.
მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს ამ ბრძანების შესრულების მიზნით დაევალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტისა და საშტატო ნუსხის მომზადება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წარდგენა. 
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა