სსიპ ქალაქ ბათუმის №20 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ ქალაქ ბათუმის №20 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები სსიპ - ქალაქ ბათუმის №20 საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
-
09/12/2016
ვებგვერდი, 16/12/2016
სსიპ ქალაქ ბათუმის №20 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
სსიპ - ქალაქ ბათუმის №20 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ ბათუმის №20 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული

მოთხოვნების შესრულების თაობაზე

 

სსიპ ქალაქ ბათუმის 20 საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ, 2016 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე, ასევე სსიპ ქალაქ ბათუმის 20 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2016 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49- მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული ,,ინფორმაციის თავისუფლების’’ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:     

 სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლის დირექტორის 2015 წლის 7 ოქტომბრის 01-03/26 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ ქალაქ ბათუმის 20 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი ნარგიზ ფუტკარაძე.

ა) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. შესაბამისად სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

ბ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

გ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

დ) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

სსიპ ქალაქ ბათუმის 20 საჯრო სკოლის 2016 წლის წლიურ ანგარიში ცხრილის ფორმით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული

0 (ნული)

გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0 (ნული)

ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0 (ნული)

ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0 (ნული)

 

სკოლის დირექტორი                                                                                     თეა დავითაძე